რეზერვაჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეზერვაჟით შესრულებული სურათი

რეზერვაჟი – (ფრანგ. réservage < ლათ. reservo შენახვა, დაზოგვა) – ლითონზე სიღრმისეული გრავიურის დატანის ერთ-ერთი სახეობა ამოჭმის ხერხით. შესრულების ტექნოლოგია შემდეგია: ლითონის ფირფიტაზე სრულდება ნახატი (კალმით ან ფუნჯით) სპეციალური მელნით, რომელიც შეიცავს წყალში გახსნილ შაქარსა და წებოს; ნახატი იფარება მჟავამედეგი ლაქით და ფირფიტას დებენ წყალში, რომელიც ხსნის შაქარსა და წებოს, ნახატი იჯირჯვება და გალაქული ზედაპირი იღებს რელიეფის ფორმას; შემდეგ ბამბის ტამპონით აცილებენ ლაქს და ათავისუფლებენ ნახატს. ფირფიტის მრავალჯერადი დამუშავებით მჟავებით, მიიღება გრავიურის საბეჭდი ფორმა რელიეფური ზედაპირით.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები