რეალისტური შეკავების სტრატეგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეალისტური შეკავების სტრატეგიააშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური დოქტრინა. რომელიც წამოაყენა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მ. ლეირდმა 9.III.1971. სტრატეგია, რომელიც შემუშავდა უფრო ფართო „შეკავების“ დოქტრინის საფუძველზე, 70-იან წლებში აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის ფუნდამენტად უნდა ქცეულიყო. სტრატეგია უარს ამბობდა შეიარაღებულ საერთაშორისო კონფლიქტებში აშშ-ის „ავტომატურად“ ჩარევაზე და ითვალისწინებდა აშშ-ის ბირთვული ძალების შენარჩუნებას ისეთ დონეზე, რომელიც საშუალებას მისცემდა ქვეყანას, ეწარმოებინა ერთი „დიდი“ ომი ევროპაში ან აზიაში და იმავდროულად ერთი „პატარა“ ომი დედამიწის ნებისმიერ წერტილში (ე.წ. „ერთნახევარი ომის“ კონცეფცია). სტრატეგიის შემადგენელ ნაწილად იქცა აშშ-ის მოთხოვნა თავისი მოკავშირეებისადმი სამხედრო ბლოკებში. უფრო აქტიურად გაეზარდათ ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები და მოეხდინათ, მისი მოდერნიზება, ასევე გაეზარდათ თავისი წვლილი ნატოს სამხედრო ხარჯებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები