რბილი სასა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასის კუნთები

რბილი სასა — ადამიანის ეს კუნთოვან-ლორწოვანი სტრუქტურა გამოყოფს ცხვირ-ხახას და პირის ღრუს ხახისაგან. მისი 4 კუნთი, რომლებიც ორივე მხარეს ქმნიან ამ ფარდას, შუაში არის შეერთებული.

ეს 4 კუნთია:

— 2 სასის დამჭიმავი კუნთი, რომელიც ევსტაქის მილთან არის დამაგრებული – შუა და ლატერალური სასის დამჭიმავი კუნთები;
— 2 სასის მომზიდველი კუნთი, იგივე სასის რკალები;

ამ მიდამოს ლორწოვანი პირის ღრუში, წინიდან, ამავე ღრუს ლორწოვანით არის ამოფენილი. ხოლო უკნიდან, ცხვირ-ხახისკენ – ცხვირის ლორწოვანით.

მამოძრავებელი ინერვაცია – X წყვილი ნერვით ხორციელდება, ხოლო მგრძნობელობას V წყვილი ნერვი უზრუნველყოფს.

ფუნქცია

რბილი სასის ფუნქცია არის ცხვირ-ხახის ჰერმეტული დახურვა ყლაპვის დროს. დისფუნქციის დროს, აღინიშნება ჰაერის ან საკვების რეგურგიტაცია ცხვირის ღრუში, რაც რინოლალიას და ყლაპვის სერიოზულ დისფუნქციას იწვევს. ეს მოვლენა შეიძლება შეგვხვდეს ტონზილექტომიის შემდგომ პერიოდში, როდესაც სასის კუნთები ჯერ ვერ მუშაობს კარგად.

ამ რეგიონში აღსანიშნავია ლიმფური ქსოვილის სიჭარბე, რომლის დრენირებაც ხორციელდება კისრის საუღლე-კაროტიდული სისტემით. ამიტომ ავთვისებიანი სისმსივნეების დროს, მეტასტაზირება ძალიან ხშირია. რასაც ვერ ვიტყვით ხმოვან იოგებზე – მათ არ გააჩნიათ ლიმფოდრენაჟი.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები'

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები