რაჯპუტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაჯპუტები – სამხედრო-ფეოდალური კასტა-წოდება შუა საუკუნეების ინდოეთში; მაღალი სტატუსის კასტების ჯგუფი თანამედროვე ინდოეთში. რაჯპუტების წინაპრები ცხოვრობდნენ ახლანდელ შტატ რაჯასტანისა და მისი მიმდებარე ოლქების ტერიტორიებზე.

VIII–XI საუკუნეებში მათ დაიმორჩილეს ჩრდილოეთ ინდოეთის სახელმწიფოები ჰიმალაის მთებამდე, მაგრამ მუსლიმანი დამპყრობლების შემოჭრის შემდეგ (XII საუკუნის ბოლო – XIII საუკუნე) სამფლობელოების დიდი ნაწილი დაკარგეს.

რაჯპუტებს თავი მიაჩნდათ ინდოეთის ძველი გმირებისა და მეფეების შთამომავლებად (აქედან მათი სახელწოდება რაჯპუტები, ანუ რაჯა-პუტრა, – მეფის შვილი).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები