რაშტატის კონგრესი 1797-99

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაშტატის კონგრესი 1797-99 – მოიწვიეს რაშტატში (სამხრეთ ბადენი) კამპოფორმიოს საზავო ხელშეკრულების (1797) პირობების თანახმად. კონფერენციის საბაბი იყო „რომის საღვთო იმპერიასა“ და საფრანგეთს შორის ტერიტორიული საკითხების მოგვარება, ასევე სახსრების გამონახვა იმ გერმანელი თავადებისათვის, რომელთაც დაკარგეს თავისი სამფლობელოები რაინის მარცხენა ნაპირის საფრანგეთის ხელში გადასვლის შემდეგ. კონგრესი გაიხსნა 9-XII.1797. მასში მონაწილეობდნენ საფრანგეთის, ავსტრიის, პრუსიის, ასევე „რომის საღვთო იმპერიაში“ შემავალი წვრილი გერმანული სათავადოების წარმომადგენლები, რომლებიც შეადგენდნენ ე.წ. „იმპერიის დეპუტაციას“. 9.III.1798 „იმპერიის დეპუტაციამ“ ფორმალურად მოიწონა რაინის მთელი მარცხენა სანაპიროს საფრანგეთისათვის გადაცემა, ხოლო 4.IV – კონგრესის გადაწყვეტილება რაინის მარჯვენა ნაპირზე განლაგებული სასულიერო სათავადოების (საეპისკოპოსოების) თავადებს შორის განაწილების შესახებ. მოლაპარაკებები გაჭიანურდა, რადგან ავსტრია მოითხოვდა პაპისათვის კომპენსაციას საეკლესიო სათავადოების სეკულარიზაციის სანაცვლოდ, რაინის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის დათმობისათვის კი – ყოფილი ვენეციის რესპუბლიკისა და საეკლესიო ოლქში შემავალი 3 სალეგატოს მიწებს. საფრანგეთი ავსტრიის კომპენსაციას ბავარიის ხარჯზე ცდილობდა, სანამ კონგრესი მიმდინარეობდა, საფრანგეთმა ახალი ტერიტორიები დაიპყრო. ავსტრიამ დაიწყო მეორე ანტიფრანგული კოალიციის შექმნა, 1799 წლის მარტში დაიწყო საფრანგეთ-ავსტრიის ომი. აპრილში ავსტრიის ჯარებმა ალყა შემოარტყეს რაშტატს. კ. მეტერნიხმა, რომელიც კონგრესზე ავსტრიას წარმოადგენდა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კონგრესის ყველა გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად მიიჩნევს და მის დათხოვნას მოითხოვს, 23.III კონგრესი დაიხურა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები