რაკეტების დამიზნების სადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაკეტების დამიზნების სადგური – სარაკეტო (რაკეტსაწინააღმდეგო) კომპლექსის ელემენტი. უზრუნველყოფს მიზნის ძებნას (კოორდინატების განსაზღვრას), მიზნის და რაკეტის თანხლებას. ასევე – რაკეტის მართვის კომანდების ჩამოყალიბებას (ტელემართვად რაკეტებიან კომპლექსებში) ან სპეციალური სიგნალების გამოსხივებას რაკეტის დასამიზნებლად მათი მიზნისგან არეკვლით (კომპლექსებში რაკეტების ნახევრად აქტიური თვითდამიზნებით).

თანამედროვე რაკეტების დამიზნების სადგური არის ერთ და მრავალარხიანი (უზრუნველყოფს ერთდროულად რაკეტების დამიზნებას რამდენიმე მიზანზე), სტაციონარული და მოძრავი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები