რაიხენბახის კონვენციები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაიხენბახის კონვენციები

კონვენცია 1790 ავსტრიასა და პრუსიას შორის

ხელი მოაწერეს 27.VII რაისენბახში (სილეზია) შემუშავდა დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდის მონაწილეობით. გაფორმდა 4 დეკლარაციის სახით. ავსტრიამ, რომელიც 1788 ჩაება რუსეთ-თურქეთის ომში (1787-91) რუსეთის მხარეზე და პრუსიასთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, იკისრა „ყველა ღონე ეხმარა”, რათა აღედგინა მშვიდობა თურქეთთან ომამდელი სტატუს-კვოს საფუძველზე. პრუსიამ იკისრა, ხელი შეეწყო რევოლუციით მოცულ ავსტრიის ნიდერლანდში ავსტრიის ხელისუფლების აღდგენისათვის და დიდ ბრიტასეთსა და ჰოლანდიასთან ერთად გამხდარიყო იქ ავსტრიის ხელისუფლების შენარჩუნების გარანტი. კონვენციის პირდაპირი შედეგი იყო სისტოვის საზავო ხელშეკრულების (1791) დადება და რევოლუციის ჩახშობა ავსტრიის ნიდერლანდში. კონვენციიდან ყველაზე მეტი სარგებელი ნახა დიდმა ბრიტანეთმა, რომელიც ცდილობდა ავსტრიისა და პრუსიის შეკავშირებას ავსტრიის ნიდერლანდში მიმდინარე რევოლუციისა და საფრანგეთის რევოლუციის წინააღმდეგ საბრძოლველად, კონვენციამ გააადვილა პირველი ანტიფრანგული კოალიციის (1792-97) შექმნა.

კონვენციაა 1813, ერთი მხრივ, რუსეთსა და პრუსიას და, მეორე მხრივ, ავსტრიას შორის

ხელი მოაწერეს 15(27).VI რაიხენბახში. გაფორმდა ავსტრიის მიერთება მე-6 ანტიფრანგულ კოალიციასთან. კონვენციის თანახმად, ავსტრიამ იკისრა შუამავლობა. ნაპოლეონ I-თან მოლაპარაკებებზე. ავსტრიის მოთხოვნით მოკავშირეთა პრეტენზიები საფრანგეთის მიმართ შემდეგი პირობებით შემოიფარგლა: ვარშავის საჰერცოგოს გაყოფა რუსეთს, პრუსიასა და ავსტრიას შორის; პრუსიისათვის დანციგის (გდანსკის) მიერთება; პრუსიიდან და ვარშავის საჰერცოგოდან ფრანგული ჯარების გაყვანა; ავსტრიისათვის ილირიული პროვინციების დაბრუნება; ჰანზის ქალაქების – ჰამბურგისა და ლიუბეკის დამოუკიდებლობის აღდგენა; ნაპოლეონის მიერ ამ პირობებზე უარის თქმის შემთხვევაში ავსტრია კისრულობდა, ჩაბმულიყო მის წინააღმდეგ ომში არა უგვიანეს 8 (20).VII და გამოეყვანა 150-ათასიანი არმია (რუსეთსა და პრუსიას უნდა გამოეყვანათ შესაბამისად 150 ათასი და 80 ათასი). კონვენცია ითვალისწინებდა საომარ მოქმედებათა საერთო გეგმისათვის მომზადებას და ნაპოლეონთან სეპარატული ზავის დადებაზე უარის თქმას.

პრაღის კონგრესზე ნაპოლეონ I-თან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ავსტრიამ 29.VII(10.VIII) 1813 ომი გამოუცხადა საფრანგეთს, რაისენბახში მოლაპარაკებების დროს დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერა კონვენციებს პრუსიასთან (2X4).VI) და რუსეთთან (X15).VI) კავშირისა და სუბსიდიების შესახებ, რომელთა თანახმად იკისრა, გაეცა 666 666 გირვანქა სტერლინგის სუბსიდია პრუსიის და 1 333 334 გირვანქა სტერლინგის სუბსიდია რუსეთისათვის, ასევე თავის თავზე აეღო ბრიტანეთის პორტებში მყოფი რუსეთის ფლოტის შენახვის ხარჯები. პრუსიამ იკისრა, შეენარჩუნებინა მოქმედი არმია 80 ათასი კაცის, ხოლო რუსეთმა – 160 ათასი კაცის შემადგენლობით.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები