რადარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რადარის საინფორმაციო ელექტრონული ეკრანის გამოსახულება. წერტილები აღნიშნავენ ობიექტებს
Sperry Corporation-ის წარმოების რადარი, მოდელი AN/FPS-35

რადარი (ინგლისური radar – რადიოაღმოჩენა და მანძილის გაზომვა) – პოპულარულ ლიტერატურაში გამოყენებული რადიოლოკაციური სადგურის დასახელება.დანადგარი, რომელიც იყენებს რადიოტალღებს ობიექტების მოსაძებნად (თვითმფრინავი, გემი, წვიმა და სხვ.). კონტაქტის გარეშე ადგენს ობიექტის არსებობას, ობიექტამდე მანძილს, ობიექტის აზიმუტსა და სიჩქარეს.

რადარის ძირითადი ნაწილია მიმღებ-გადამცემი ელექტრონული მოწყობილობა მიღების და გადაცემის ანტენებით ან ერთი უნივერსალური ანტენით, რომელიც გზავნის რადიოტალღებს და ობიექტიდან არეკვლის შემდეგ უკან იღებს მათ. ამით რადარს შეუძლია დაადგინოს სად მდებარეობს ობიექტი. რადარი გამოიყენება აგრეთვე სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად: სისწრაფის დადგენა, მოძრაობის დადგენა და ა.შ.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები