ჟორჟ მარგერიტ ჟოზეფინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარგერიტ ჟოზეფინ ჟორჟ

მარგერიტ ჟოზეფინ ჟორჟ – (ფრანფ. Marguerite-Joséphine Weimer, 1787-1867), ფრანგი მსახიობი ქალი. 5 წლის ასაკიდან გამოდიოდა პროფესიულ სცენაზე ბავშვების როლებში. 1801 წ. მსახიობის ხელოვნებას ასწავლიდა მსახიობი ქალი როკური. 1802 წელს შედგა მისი დებიუტი „კომედი ფრანსეზში“ (კლიტემნესტრა რასინის „იფიღენია ავლიდაში“). მას ჰქონდა მკაცრი, დიდებული ანტიკური სილამაზე, უზარმაზარი დიაპაზონის დაბალი ხმა მეტალური ტემბრით, ასრულებდა ძლიერი ქალების როლებს ტრაგედიებში. იგი იყო გვიანი კლასიციზმის ბრწყინვალე წარმომადგენელი, საზეიმოდ ამაღლებული, მკაცრად განსაზღვრული. როკურისგან ისწავლა ტრადიციული წამღერებითი დეკლამაცია, თავისი მუდმივი პარტნიორისგან, მსახიობ ფ. ჟ. ტალმასაგან – გაძლიერებული ექსპრესია, ემოციურ ცვლილებათა მკვეთრი კონტრასტები. 30-იან წწ. იგი თამაშობს რომანტიკულ გმირებს. მან უარი თქვა წამღერებით დეკლამაციაზე, კლასიცისტურ კანონიკურობაზე და გზა მისცა თავის ტრაგედიულ ტემპერამენტს, თუმც ბოლომდე ინარჩუნებდა დიდებულებას და კეთილშობილებას. იგი დარჩა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ფრანგულ სამსახიობო ხელოვნებაში.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები