ჟორალაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟორალაუ (ბალყ.-ყარაჩ Жоралау – „ხელდასხმა“)ინიციაცია. სათანადო გამოცდის შემდეგ, ბალყარელი და ყარაჩელი ახალგაზრდები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მებრძოლები ხდებოდნენ და წმინდა ცოდნას ეზიარებოდნენ. კურთხევის ნიშნად მარჯვენა ბეჭზე ჯვარს გამოუსახავდნენ (ამას უკავშირდება ტერმინი жоралау – „ჯვრის აღება [მიღება]“). ეპოსის თანახმად, ინიციაციის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შამბალიყის სალოცავში სრულდებოდა, ცეცხლზე გავლას ითვალისწინებდა.


ლიტერატურა

Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები