ჟამბოლათი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჟამბოლათ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Жамболат) – ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი – მონადირე, მიზანში სროლის დიდოსტატი. ციურ სასახლეში ჩაკეტილ ნართების მტერთან – ყიზილ ფუქთან – რომ შეაღწიოს, ჯადოქრები ჲორჲუზმექს ალიქების ძველი ზარბაზნის ლულაში შეძრომას ურჩევენ, ხოლო ჟამბოლათს პატრუქის ანთებას ავალებენ.
ლიტერატურა
Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994.