პუტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პუტი

პუტო (მრ.რ. პუტი) – (იტალ. putto ბიჭი < putus ბიჭი), ხელოვნების ნიმუში, როგორც წესი, შიშველი პატარა ბიჭის ფიგურა, ზოგჯერ ფრთებით. პუტოს ხშირად ქერუბიმად მოიხსენიებენ, მაგრამ ბიბლიური ქერუბიმისგან განსხვავდება ფორმითა და სიმბოლიზმით. ბიბლიურ ქერუბიმს აქვს ოთხი სხვადასხვა სახე და რამდენიმე წყვილი ფრთა. მას აქვს საღმრთო დანიშნულება, პუტო კი არ გამოსახავს რაიმე რელიგიურ მისწრაფებას. თუმცა, ბაროკოს სტილის ხელოვნების პერიოდში, პუტო უკვე გამოსახავდა ღმერთის ყველგანმყოფობას. პუტო, რომელიც გამოხატავს კუპიდონს (ამურს), ეწოდება ამორინო (მრ.რ. ამორინი).






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები