პროტოსტრონგილოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროტოსტრონგილოზი – (protostrongylosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Protostrongylus + osis დაავადება), წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის ჰელმინთოზი. აღმძვრელები პარაზიტობენ ბრონქებსა და ალვეოლებში. უპირატესად გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში.

სიმპტომები: პროტოსტრონგილოზი ძირითადად სუბკლინიკური ფორმით მიმდინარეობს, რა დროსაც მცირდება ცხოველის პროდუქტიულობა. გართულებისას, რაც გამოწვეულია მიკროფლორის მიერ, ვითარდება მწვავე პნევმონია. მას ერთვის ხველა, დიდი ოდენობით ნახველის გამოყოფა და გამონადენი ცხვირიდან.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები