პოტსდამის სამოკავშირეო კონვენცია 1805

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოტსდამის სამოკავშირეო კონვენცია 1805 – (რუსეთსა და პრუსიას შორის), ხელი მოაწერეს 22. X (3. XI) პოტსდამში. იმავე დღეს მას შეუერთდა ავსტრია.

კონვენციის თანახმად, პრუსიამ იკისრა შუამავლის როლი, ერთი მხრივ, მეომარ რუსეთისა და ავსტრიას და მეორე მხრივ, საფრანგეთს შორის. შემდგომში კი ნაპოლეონ I-თვის უნდა გადაეცა მოკავშირეების მიერ შემუშავებული დაზავების პირობები, რომელიც ითვალისწინებდა ნაპოლეონის მიერ გერმანიასა და იტალიაში დაპყრობილი ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე უარის თქმას. შუამავლობის წარუმატებლობის შემთხვევაში პრუსიამ იკისრა დაუყოვნებლივ შესულიყო ანტიფრანგულ კოალიციაში და საფრანგეთის წინააღმდეგ გამოეყვანა არანაკლებ 180-ათასიანი არმია. კონვენციასთან დაკავშირებით დიდმა ბრიტანეთმა იკისრა პრუსიის სუბსიდირება, ხოლო რუსეთმა – სურსათით დახმარება. პრესიას დაპირდსენ ასევე, მომავალში დაედგინათ მისთვის „უფრო უსაფრთხო საზღვარი“ ტერიტორიული შემოერთების ან გაცვლის მეშვეობით. ნაპოლეონის აუსტერლიცთან გამარჯვების შემდეგ. 20.XI (2. XII) პრუსიამ საფრანგეთთან დადო შენბრუნის სამოკავშირეო ხელშეკრულება (1805), რომელმაც მოახდინა კონვენციის ანულირება.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები