პოლიფორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლიფორებიანი შენობის ფასადი წმინდა მარკოზის მოედანზე, ვენეცია, იტალია

პოლიფორა – (იტალ. polifora < ბერძ. polýs ბევრი, მრავალი და ლათ. foris კარს მიღმა, გარეთ), რომანულ-გოტიკური არქიტექტურის ეპოქის მრავალფრთიანი ფანჯარა, რომლის ღიობი დაყოფილია შუა სვეტებით და დაგვირგვინებულია წრიული ან ისრისებრი მოხაზულობის განაპირა ფრთების თაღების ქუსლები ეყრდნობა შუა სვეტების ანალოგიურ ნახევარსვეტებს, ხოლო თაღების ზედა სივრცე შევსებულია დეკორატიული სამშვენისებით, გერბებით ან წრიული ნახვრეტებით. ასეთი ფანჯრები ხშირად გამოიყენებოდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების (ბელგიის სამეფო, ნიდერლანდები და სხვ.) დიდ ტაძრებში, ვენეციის სასახლეებში და სხვ.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები