პოზიციური რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პოზიციური რაიონი

1. ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია სარაკეტო, საარტილერიო და ნაღმსარტყოცნი ნაწილების და ქვედანაყოფების საბრძოლო წყობად გაშლისთვის.

პოზიციური რაიონებად აწყობენ სასტარტო (საცეცხლე) პოზიციებს, სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო წყობის სხვა ელემენტების განლაგების ადგილებს და მანევრის გზებს.

2. გერმანიის არმიაში – სატანკო ასეულის, აგრეთვე ჯავშანტრანსპორტიორებით აღჭურვილი მოტოქვეითი ასეულის თავდაცვის რაიონი, რომელიც საბრძოლო მანქანებზე მოგერიებით ბრძოლას აწარმოებს.

პოზიციური რაიონი იქმნება ბატალიონის თავდაცვის რაიონში ან წამკვეთ პოზიციაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები