პიროვნების აშლილობა შფოთვითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პიროვნების აშლილობა, შფოთვითი (ამრიდებლური) - (F60.6), (personality disorder, anxious (avoidant)), დამახასიათებელია დაძაბულობის, საშიშროების, დაუცველბისა და არასრულფასოვნების შეგრძნება. აღინიშნება მისწრაფება თავი მოაწონოს და მიღებულ იქნას, კრიტიკის და განდევნების მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა, რომელიც ერწყმის შეზღუდულ პიროვნულ ერთგულებასა და გარკვეული საქმიანობისათვის თავის არიდებას, პოტენციური საშიშროების გადაჭარბებით ან ყოველდღიური სიტუაციების რისკით. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)

DSM-IV-ში ტერმინი „აცილებადი“ ამ ტიპის პიროვნული აშლილობის აღსაწერად გამოიყენება. ICD-10-ში უპირატესობა ენიჭება ტერმინს „შფოთვიანი პიროვნება“, ხოლო ტერმინი „აცილებადი“ მის ერთ-ერთ ალტერნატივას წარმოადგენს. როგორც ცხრილი გვიჩვენებს, ამ ორ კლასიფიკაციაში ოდნავ განსხვავებული ნიშნები გამოიყენება. მიდრეკილება დაძაბულობისაკენ კრიტერიუმად მხოლოდ ICD-10-შია შეტანილი.

აცილებადი (შფოთვიანი) პიროვნული აშლილობის ნიშნები
დაძაბულობის განცდა *
თავს სოციალურად არასრულყოფილად განიცდის
მუდმივად აწუხებს იმის შიში, რომ უარყოფილი იქნება სხვების მიერ
ერიდება ურთიერთობებში შესვლას
ერიდება რისკს
ერიდება სოციალურ აქტივობას
შენიშვნა: DSM-IV შეიცავს ორ დამატებით კრიტერიუმს:
შებოჭილია ინტიმურ ურთიერთობაში, რადგან ეშინია, რომ შეარცხვენენ და დასცინებენ
შებოჭილია ახალ ინტიმურ სიტუაციებში უკმარისობის გრძნობის გამო
*არ წარმოადგენს DSM-IV-ის კრიტერიუმს


მოცემული აშლილობის მქონე ადამიანები მუდმივ დაძაბულობას განიცდიან. ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და დაბალი თვითშეფასება აქვთ. ისინი თავს განიცდიან სოციალურად არასრულყოფილად, არამიმზიდველად და უუნაროდ. მათ მუდმივად აწუხებთ ის, რომ შეიძლება სხვების მიერ იყვნენ უარყოფილნი და გაკრიტიკებულნი; წუხან, რომ შეიძლება შერცხვნენ და სხვებმა დასცინონ მათ. ისინი სიფრთხილით ეკიდებიან ახალ გამოცდილებას და ერიდებიან ახალი კონტაქტების დამაყარებას. ისინი ერიდებიან რისკს, საზოგადოებაში ყოფნისას უხერხულად გრძნობენ თავს და არ მონაწილეობენ სოციალურ აქტივობაში. ჰყავთ ცოტა ახლო მეგობარი, ახალ ინტიმურ სიტუაციებში შებოჭილნი არიან და მათ ინტიმურ ურთიერთობას ზღუდავს სირცხვილისა და დაცინვის შიში. შიზოიდური პიროვნების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, ისინი არ არიან ემოციურად ცივი. მათ ნამდვილად დიდი სურვილი აქვთ დაამყარონ სოციალური ურთიერთობები, მაგრამ ვერ ახერხებენ ამის განხორციელებას. (ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)

ასეთ პაციენტებს, ჩვეულებრივ, დაბალი თვითშეფასება აქვთ და კრიტიკის ეშინიათ. მათ დახმარებას გაუწევს ისეთი თერაპიული ურთიერთობა, რომლის დროსაც ისინი ღირებულად იგრძნობენ თავს და შეძლებენ საკუთარი აღქმისა და საკუთარი თავის ახლებურად დანახვას. ზოგი პაციენტი თავს ანებებს მკურნალობას, რადგან კრიტიკისა და უარყოფის ეშინია. წინასწარ უნდა გავითვალსწინოთ ასეთი განცდების აღმოცენების შესაძლებლობა და კონსტრუქციულად განვიხილოთ პაციენტთან ერთად, როგორც კი თავს იჩენენ. თერპავეტს არ უნდა გამორჩეს კომორბიდული დეპრესიული აშლილობა, რომელიც მკურნალობას საჭიროებს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები