პირიხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პირიხა – ანტიკური ხანის მიმიკური საომარი ცეკვა, რომელსაც ასრულებდნენ ფლეიტების თანხლებით. მოცეკვავეები იარაღით ხელში განასახიერებდნენ შეტევისა და ბრძოლის სცენებს (სპარტაში, სადაც წარმოიშვა პირიხა, ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ ამ ცეკვას). ათენში ეს ცეკვა იყო პანათენური დღესასწაულების განუყრელი ნაწილი. რომის იმპერიის პირველ საუკუნეებში პირიხა გადაიქცა ეფექტურ თეატრალურ სანახაობად. მოგვიანებით მას ჰქონდა არა მხოლოდ საომარი შინაარსი. ათინეუსი (მე- 2-3 სს. ახ.წ.) აგვიწერს პირიხას როგორც „ერთგვარ ცეკვას დიონისეს საპატივცემულოდ“, რომელსაც ასრულებდნენ პროფესიონალი მსახიობები.