პითიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

პითიური თამაშები - უძველესი პანელინური კომპლექსური შეჯიბრება. იმართებოდა დელფოში 9 წელიწადში ერთხელ, ძვ. წ. 582 წლიდან - 4 წელიწადში ერთხელ (ოლიმპიადებს შორის). გადმოცემის თანახმად, პითიური თამაშები დააფუძნა აპოლონმა საშინელი გველის, პითონის მოკვლის შემდეგ. თავდაპირველად ტარდებოდა შეჯიბრება მუსიკასა და პოეზიაში. ძვ.წ VI საუკუნიდან თამაშების პროგრამაში შეიტანეს ფლეიტის დაკვრა და ათლეტური შეჯიბრებები ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად. დამატებით ტარდებოდა დიაულოსი (სირბილი მოკლე დისტანციაზე - 2 სტადიაზე) და დოლიჰოსი (სირბილი გრელ დისტანციაზე - უფრო ხშირად, 20 სტადიაზე) ბიჭებისთვის. გამარჯვებულს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით. პითიური თამაშები აკრძალა იმპერატორმა თეოდოსიოს I-მა 394 წელს, როგორც წარმართული რიტუალი. ასპარეზობა ეძღვნებოდა აპოლონს და მის სადიდებლად იმართებოდა.







წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები