პერიასლავის რადა 1654

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერიასლავის რადა 1654 – უკრაინელი ხალხის წარმომადგენელთა კრება, რომელმაც გამოაცხადა უკრაინის შეერთება რუსეთთან. წარმოადგენდა გაერთიანებისათვის ბრძოლის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინული ხალხის განმათავისუფლებელი ომის 1648-54 პერიოდში ბ. ხმელნიცკის მეთაურობით.

პერიასლავის რადას წინ უძღოდა ინტენსიური დიპლომატიური კონტაქტები რუსეთსა და უკრაინას შორის 22.VI.1653 მეფე ალექსი მიხეილის ძემ ხმელნიცკის აცნობა, რომ თანახმაა მიიღოს „მალოროსიის კაზაკები თავის ქვეშევრდომებად”. ოქტომბერში მოსკოვში მოწვეულმა საერო კრებამ ასევე მხარი დაუჭირა გაერთიანებას, 9.X უკრაინაში გაიგზავნა ელჩობა ე. ვ. ბუტურლინის მეთაურობით. საერო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად რუსეთმა ომი გამოუცხადა პოლონეთს. 8 (18).I.1654 ბ. ხსელნიცკიმ ქ. პერეიასლავში (თანამედრ. პერეიასლავ-ხმელნიცკი) მოიწვია რადა, რომელმაც ერთხმად გამოთქვა უკრაინის რუსეთთან შეერთების სურვილი. ხმელნიცკიმ და კაზაკთა მეთაურმა რუსეთისადმი ერთგულების ფიცი დადეს პერეიასლავის საკათედრო ტაძარში, ხოლო ბუტურლინმა ჰეტმანს გადასცა შეფის სიგელი, 1654 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის ელჩობამ მოიარა პოლონეთის ჯარებისაგან გათავისუფლებული უკრაინის მთელი რიგი ქალაქები, ხალხისგან ფიცის მისაღებად. უკრაინის პოლიტიკური და სამართლებრივი მდგომარეობა რუსეთთან შეერთების შემდეგ განისაზღვრებოდა რუსეთის კანონმდებლობით, ასევე განსაკუთრებული დოკუმენტით, ე.წ. „ბოგდან ხმელნიცკის მუხლებით“, და მეფის პრივილეგიუმით (ლათ. სიტყვიდან privilegium – სპეციალური კანონი) „ზაპოროჟიეს ჯარებისადმი“ (27.III.1654). გაერთიანების შემდეგ რუსეთი 10 წელზე მეტხანს აწარმოებდა ომს პოლონეთთან უკრაინის განთავისუფლებისათვის, რომელიც დასრულდა ანდრუსოვოს ხელშეკრულებით! 1667.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები