პერეპლიასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პერეპლიასი – (რუს. Перепляс), მხიარული, ცეცხლოვანი ხასიათის რუსული ხალხური ცეკვა ორწილად ზომაში, წარმოადგენს მოცეკვავე წყვილებისა და ჯგუფის შეჯიბრს სიმარჯვეში, საზრიანობასა და გამბედაობაში. პერეპლიასს საფუძვლად უდევს მოცეკვავეთა თავისუფალი იმპროვიზაცია. არსებობს მასობრივი პერეპლიასი, რომელიც საერთო ცეკვით მთავრდება.