პენტაფორა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კასტელო დი თიენე, კომუნა თიენე, იტალიის რესპუბლიკა

პენტაფორა (იტალ. pentafora < ბერძ. pénte ხუთი და ლათ. foris კარს მიღმა, გარეთ) – რომანულ-გოტიკური არქიტექტურის ეპოქის ხუთფრთიანი ფანჯარა, რომლის ღიობი ოთხი სვეტითაა დაყოფილი და დაგვირგვინებულია წრიული ან ისრისებრი მოხაზულობის თაღებით. განაპირა ფრთების თაღების ქუსლები ეყრდნობა შუა სვეტების ანალოგიურ ნახევარსვეტებს, ხოლო თაღების ზედა სივრცე შევსებულია დეკორატიული სამშვენისებით, გერბებით ან წრიული ნახვრეტებით.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები