პატკული იოჰან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰან პატკული

იოჰან რეინჰოლდ პატკული – (1660-1707), ლიფლანდიელი აზნაური, საქსონიისა და რუსეთის დიპლომატი.

1687 წლიდან – შვედეთის სამხედრო სამსახურში იყო. 1690-91 იმყოფებოდა სტოკჰოლმში, სადაც შვედეთის მეფეს წარუდგინა ლიფლანდიელ აზნაურთა მოთხოვნები, 1694 შვედეთის მეფემ მისი გასამართლება მოინდომა, ამიტომ პატკული დასავლეთ ევროპაში გაიქცა. 1698 მიიღეს პოლონეთის მეფისა და საქსონიის კურფიურსტის, ავგუსტ II-ის სამსახურში, რომელთანაც ლიფლანდიის აზნაურთა სახელით დადო ხელშეკრულება შვედეთთან ერთობლივი ბრძოლის შესახებ, ავგუესტ II-ის დავალებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს პეტრე I-თან შვედეთის წინააღმდეგ კავშირის შესახებ, რომელიც დასრულდა პრეობრაჟენსკოეს სამოკავშირეო ხელშეკრულების (1699) ხელმოწერით. ჩრდილოეთის ომის (1700-21) საწყის ეტაპზე იყო ავგუსტ II-ის მთავარი დიპლომატიური მრჩეველი. 1701 რუსეთის სამსახურში გადავიდა და 1704 დაინიშნა რუსეთის ელჩად ავგუესტ II-ის სამეფო კარზე პრუსიაში. 1706 ავგესტ II-მ ხელი მოაწერა შვედეთთან სეპარატულ ალტრანშტედტის საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, პატკული პეტრე I-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, შვედეთის მთავრობას გადასცეს, სადაც სიკვდილით დასაჯეს.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები