პატარა ფლეიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პატარა ფლეიტა, პიკოლო ფლეიტა — ჩასაბერი სასულე საკრავი, ჩვეულებრივ ფლეიტაზე ორჯერ მცირე და შესაბამისად უფრო ვიწრო. ჟღერს ოქტავით ზემოთ დაწერილთან შედარებით. ყველაზე მაღალ რეგისტრში ჟღერს გამყივანად, გამოიყენება სხვა ხის ჩასაბერ საკრავთა ბგერათა რიგის გასაგრძელებლად აღმავალი მიმართულებით და ანიჭებს საერთო ჟღერადობას ბრწყინვალებას. თანამედროვე კომპოზიტორების მიერ გამოიყენება არამარტო პასაჟებში, არამედ კანტილენისათვისაც. დიაპაზონი ჩაწერით I ოქტავის „რე“-დან IV ოქტავის „დო-მდე“ ვრცელდება (ჟღერს II ოქტავის „რე“-დან V ოქტავის „დო-მდე“).