კანტილენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კანტილენა – (იტალ. cantilena < ლათ. cantilena – მღერა),
- მღერადი ვოკალური ან საკრავიერი მელოდია.
- მუსიკის, მუსიკალური შესრულების მელოდიურობა, მღერადობა.
- XIII-XV სს. დასავლეთ ევროპაში – მცირე ზომის ლირიკულ-ეპიკური ხასიათის ერთხმიანი და მრავალხმიანი საერო ვოკალური ნაწარმოების და საცეკვაო სიმღერის სახელწოდება.