პატარა გარეჯვრის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პატარა გარეჯვრის წმ. გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილოეთით 11 კილომეტრში მდებარე სოფელ პატარა გარეჯვრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (8,3X4 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. სამხრეთ კედელში არქიტრავით გადახურული კარია. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელი დასავლეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზის კამაროვანი გადახურვა ემყარება დასავლეთ კედლის პილასტრებზე დადგმულ თაღს და აფსიდის მარტივპროფილიანი იმპოსტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს. ეკლესიას აგურის თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ორფერდა სახურავი კვადრატული აგურისაა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები