პარონიმთა ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარონიმთა ლექსიკონი – სპეციალური ლექსიკონი, რომელიც თავს უყრის და განმარტავს პარონიმებს – აგებულება-ჟღერადობით მსგავს და მნიშვნელობით განსხვავებულ ლექსიკურ ერთეულებს. პარონიმთა ლექსიკონი ძირითადად ნორმატიული – ორთოგრაფიულ-ორთოეპიური – დანიშნულებისაა, ვინაიდან მიზნად ისახავს, დააზღვიოს მომხმარებელი (მკითხველი) პარონიმულ ერთეულთა ურთიერთჩანაცვლებისაგან, აღრევისაგან (მაგ., დიალექტური – დიალექტიკური, კონიექტურა – კონიუნქტურა, ცნება – მცნება, აღქმა – აღთქმა და მისთ.). სწორედ ამიტომ ლექსიკონში პარონიმები წარმოდგენილია წყვილად, მიმსგავსებულ ერთეულთა პარალელის სახით, შესაბამისი დეფინიციითა და ილუსტრაციითურთ.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები