პარიტეტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიტეტი - (parity, <ლათ. paritas (paritatis) თანასწორობა), ტოლობა, ტოლფასოვნება, თანასწორობა, თანაბარი მდგომარეობა;

საერთაშორისო ურთიერთობებში პარიტეტი ნიშნავს მოლაპარაკების წარმოებას მხარეთა თანასწორობის საფუძველზე, რაც გამოხატავს მოლაპარაკების მონაწილეთა შეთანხმებას, გაითვალისწინონ ურთიერთ ინტერესები და დადონ ურთიერთმისაღები შეთანხმება.

ტერმინი „პარიტეტი“ ნიშნავს ასევე ორი სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფის შეიარაღებული ძალების ან შეიარაღების ცალკეული სახეების თანასწორობას.

ქვეყნის ფულად ერთეულში სუფთა ოქროს შემცველობას ეწოდება ოქროს პარიტეტი ხოლო ოქროთი გამოხატულ ეროვნულ ვალუტათა თანაფარდობას – სავალუტო პარიტეტი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები