პარიზის შეთანხმება ვიეტნამის შესახებ 1973

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარიზის შეთანხმება ვიეტნამის შესახებ 1973 - ეხებოდა ვიეტნამში ომის შეწყვეტას და მშვიდობის აღდგენას.

ხელი მოაწერეს 1973 წლის 27 იანვარს 4 მეომარი ქვეყნის: ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის, სამხრეთ ვიეტნამის რესპუბლიკის დროებითი რევოლუციური მთვარობის, ამერიკის შეერთებული შტატების და ვიეტნამის რესპუბლიკის (საიგონის ადმინისტრაციის) საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ითვალისწინებდა სამხრეთ ვიეტნამში საომარი მოქმედების და ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აშშ-ის ყველა ოპერაციის შეწყვეტას, სამხრეთ ვიეტნამიდან ყველა უცხოური ჯარის გაყვანას და იქ არსებული ამერიკის სამხედრო ბაზების დემონტაჟს, სამხედრო ტყვეების ორმხრივ დაბრუნებას, სამხრეთ ვიეტნამში საერთაშორისო კონტროლით არჩევნების ჩატარებას და ვიეტნამის თანამიმდევრულ მშვიდობიან გაერთიანებას.

სპეციალურ თავში, რომელიც ლაოსსა და კამბოჯას ეძღვნებოდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ქვეყნების საშინაო პრობლემები უცხოეთის ჩაურევლად მის ხალხს უნდა გადაეჭრა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები