პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა
პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა – პალესტინელი არაბების გამათავისუფლებელი მოძრაობა ეროვნული დამოუკიდებლობის და თავისი სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის. ამ მიზნებისთვის ბრძოლაში იყენებს როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო საშუალებებს. შექმნის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1965 წლის 1 იანვარი.
პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობა მოიცავს 10-ზე მეტ სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას. მისი პოლიტიკური სტრუქტურის ბირთვია 1964 წელს შექმნილი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის განკარგულებაშია პალესტინის გათავისუფლების არმია. პალესტინის წინააღმდეგობის მოძრაობის სხვა ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც გაეროს ფარგლებს გარეთ მოქმედებენ, განეკუთვნებიან: პალესტინის სახალხო პარტია (დაარსდა 1982 წელს, 1991 წლამდე – პალესტინის კომუნისტური პარტია), ისლამური ეროვნული ხსნის პარტია (დაარსა 1996 წელს ისლამურმა წინააღმდეგობის მოძრაობამ ჰამასმა), მოძრაობა “ჯიჰად ისლამი” და სხვა.