პავანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პავანა – ერთ-ერთი უძველესი სამეჯლისო ცეკვა. ზომა – ორწილადი, ტემპი ძალიან ნელი, მოცეკვავეთა მოძრაობა – საზეიმო, მედიდური. სხვადასხვა ვერსიის მიხედვით, პავანას წარმოშობა ესპანურ და იტალიურ სათავეებთანაა დაკავშირებული. XVI საუკუნეში პავანა გავრცელდა საფრანგეთში, ცერემონიული ცეკვის სახით.
ძველებურ ინსტრუმენტულ ორნაწილიან „სიუიტაში“ პავანა სრულდებოდა „გალიარდას“ წინ.