გალიარდა – ძველებური იტალიური და ფრანგული ცეკვა ზომიერად სწრაფი მოძრაობით, სამწილად ზომაში; უფრო გვიან მიიღო მკვირცხლი, ენერგიული ხასიათი. გავრცელებული იყო დასავლეთ ევროპაში XVI–XVII საუკუნეებში. ინსტრუმენტულ „სიუიტაში“ სრულდებოდა ჩვეულებირივ, ნელი „პავანას“ შემდეგ.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი