ოფერტორიუმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოფერტორიუმი – გალობა, რომელიც სრულდება კათოლიკურ ეკლესიაში წმინდა ზიარების, შეწირვის და კურთხევის დროს. საგუნდო ოფერტორიუმებთან ერთად (ა კაპელა ან ინსტრუმენტის თანხლებით) გვხვდება ინსტრუმენტული (საორგანო) ოფერტორიუმები. ოფერტორიუმი მესის შემადგენლობაში შედის, მაგრამ შესაძლოა შეიქმნას, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები.