აკაპელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაპელა - (იტ. acappella) მრავალხმიანი საგუნდო ნაწარმოები, რომელიც სრულდება მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე.
აკაპელა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების მიწურულს საკულტო პოლიფონიაში. ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად აკაპელით სრულდება. ქართულ პროფესიულ მუსიკაში იგი XX ს. 10-იან წლებში მკვიდრდება (ნ. სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).