ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა (ბოსნია-ჰერცეგოვინისათვის) – წარედგინა ჟენევის საერთაშორისო კონფერენციას 20.VIII.1993, გეგმა გაეროს დავალებით შეიმუშავეს საერთაშორისო მედიატორებმა – ინგლისის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დ. ოუენმა და შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტ. სტოლტენბერგმა. გეგმას საფუძვლად დაედო ბოსნიელი სერბების ლიდერის რ. კარაჯიჩისა და ბოსნიელი ხორვატების ხელმძღვანელის მ. ბობანის წინადადებები.

ახალი სამშვიდობო გეგმით ბოსნია-ჰერცეგოვინა სამ ახალ ეთნიკურ სახელმწიფოდ იყოფოდა. ტერიტორიის 52% უნდა რგებოდა სერბებს, 3% – მუსლიმებს და 17% – ხორვატებს. ეს სამი სახელმწიფო ერთ კონფედერაციად უნდა გაერთიანებულიყო. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქის სარაევოს 10 რაიონიდან ცხრა გადადიოდა გაეროს მიერ დანიშნული ადმინისტრაციის მმართველობის ხელში, ხოლო ჰერცეგოვინის ცენტრი – ქ. მოსტარი– ევროპის თანამეგობრობის მიერ დანიშნული ადმინისტრაციული მმართველობის ხელში. პალეს რაიონი გადაეცემოდა სერბების რესპუბლიკას. გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი დერეფნის შექმნა. პირველი დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ სახელმწიფოს დააკავშირებდა ადრიატიკის ზღვასთან, მეორე დერეფანი ერთმანეთთან დააკავშირებდა აღმოსავლეთ ბოსნიის ორ მუსლიმურ ანკლავს – გორაჟდასა და სრერბენიცას და ბოლოს, მესამე დერეფანი ბოსნია-ჰერცეგოვინის მუსლიმურ ნაწილს დააკავშირებდა ხორვატიასთან. ოუენ-სტოლტენბერგის სამშვიდობო გეგმა მოიწონეს ბოსნიელმა სერბებმა და ბოსნიელმა ხორვატებმა. მაგრამ მუსლიმებმა უარი თქვეს მის მიღებაზე. ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდენტმა ა. იზეტბეგოვიჩმა ოფიციალურად უარყო იგი, რადგან მისი აზრით, მუსლიმებისათვის უნდა გადაეცათ არა 31, არამედ 40% ტერიტორიისა და სამი ქალაქი – პლოჩე, ფოჩა და პროედორი.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები