ოტოჰემატომა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოტოჰემატომა – ეს პათოლოგია პერიქონდრიუმსა და ხრტილს შორის ჩაგროვებულ სისხლჩაქცევას წარმოადგენს. ის ყოველთვის ყურის წინა მხარესაა განთავსებული და ტრავმული ეტიოლოგიისაა.

მისი მკურნალობა ყოველთვის მინი ქირურგიული გზით ხდება და ამიტომ სპეციალისტის მიერ უნდა იყოს ჩატარებული. ეს მოქმედება გულისხმობს მცირე განაკვეთს და ჰემატომის ევაკუაციას. შემდგომ, აუცილებელია დამწოლი ნახვევის გაკეთება 4-5 დღის მანძილზე, რადგანაც არსებობს რეციდივის საშიშროება.

ოტოჰემატომის უყურადღებოდ დატოვება, შესაძლოა, ყურის ნიჟარის დამახინჯების მიზეზი გახდეს. (ე.წ. „მოჭიდავის ყური“)


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები