ოროვანდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Carpesium.PNG

ოროვანდი - carpesium abrotanoides. ოროვანდს ქართლ-კახეთში, მთიულეთში, ფშავში, თუშეთში ძირხვენას ეძახიან; მესხეთში — ღალაღუნტას; ხევსურეთში - დიდხვენას; ქვემო რაჭაში, ზემო იმერეთში — ღამელანტა, ღელაღუტას; გურიაში, იმერეთში - ოლაღუას, ონაქუას, ოსაკლეს, ოხოჯუას; საინვი|მე ზურხვინას; სამეგრელოში — უჩა-ტყას; სვანეთში — ყვალმაჩს; სულხან-საბა-ორბელიანი - დელუხეინას, ჩუბინაშვილი კი ღულატუნას უწოდებს.

ოროვანდი მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს. ოროვანდი ორწლიანი ბალახოვანი 100—180 სმ სიმაღლის დატოტვილი მცენარეა. ფოთლები ფართო, მომრგვალო კვერცხისებრია, ზედა ფოთლები 6—24 სმ სიგრძის, 3-12 სმ სიგანის, ქვედა ფოთლები გრძელწიანი გულისებრი ფორმისაა, მოკლედ წაწვეტებული, კიდეებზე ამოკვეთილი კბილებით; ზედა მხარეზე მწვანე ფერის, შიშველი ან ოდნავ შებუსული; კალათები 2,5–3 სმ დიამეტრისაა. საბურველი თითქმის შიშველია, ფოთოლაკები მწვანე, სადგისისებრი, კაუჭისებწვეტით, ყვავილებს აღემატება ან მათი ტოლია. გვირგვინი მეწამული ფერისაა, მისი მილი უფრო გრძელია, ვიდრე გადანაღუნი, თესლურები მოგრძოა, ზედა ნაწილში დანაოჭებული, მონაცრისფრო-მურა ფერის, აბლაბუდისებრი ბეწვით მოფენილი.

6-7 მმ სიგრძის, ოროვანდი იზრდება მთის შუა სარტყლამდე, ბუჩქნარებში, ნათესებში, გზისა და ტყის პირებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველგან; აფხაზეთში, იმერეთში, ქართლში, და სხვ. გვხვდება იმიერკავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ციმბირში, შუა აზიაში.

ოროვანდის ფესვები შეიცავს ეთერზეთებს, სიტოსტერინს, სტიგმატერინს, ინულინს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვ. ოროვანდის ნახარში მედიცინაში გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მცენარეთა დაცვაში გამოყენებულია ოროვანდის მწვანე ფოთლებისაგან დამზადებული ნაყენი, რომლის დასამზადებლად 150-200 გ წვრილად დაქუცმაცებულ ფოთლებს უმატებენ 1 ლიტრ წყალს, აჩერებენ სამი დღის განმავლობაში, შემდეგ კარგად გამოწურავენ, გაფილტრავენ და იყენებენ ბუგრების, თეთრულების, დუჟიანას, ხვატარის მატლების, ჩრჩილის, აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ. შესხურების წინ გამონაწურის 1 ლიტრს უმატებენ მცირე რაოდენობის წყალში გახსნილ საპონს. შესხურება ტარდება საჭიროების მიხედვით 3-5 დღის ინტერვალით.


წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები