ორიენტირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორიენტირი - (ფრანგული orientation - ორიენტაცია), უძრავი, ცალკე მდგომი საგანი (მაგალითად ხე, კოშკი და სხვა), რომელიც კარგად ჩანს და გამოდგება ადგილმდებარეობაში გასარკვევად. გამოკვეთილი, კარგად ხილვადი და იოლად ამოსაცნობი ადგილობრივი საგანი ან რელიეფის ელემენტი. იგი ჯარებში გამოიყენება ბრძოლაში და/ან სხვა ვითარებაში საკუთარი ადგილსამყოფლის და მიზნის მოძრაობის მიმართულების განსაზღვრისათვის. ასევე, მიზანჩვენების, ქვედანაყოფების და ცეცხლის მართვისთვის. ავიაციაშითვითმფრინავის ტარებისათვის, სამხედრო-საზღვაო ძალებში – ნაპირთან ახლოს ცურვისას ხომალდის მდებარეობის განსაზღვრისათვის.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები