ოპერაციის ბაზა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერაციის ბაზა - საოპერაციო ბაზისი, ზურგის ტერიტორია მოქმედ გაერთიანებათა ზოლში, რომელიც აღჭურვილია სამხედრო-ეკონომიკური და ოპერატიულ-ტექნიკური თვალსაზრისით იმ ოპერაციების უზრუნველსაყოფად, რომლებსაც ჯარები ახორციელებენ.
ტერმინი „ოპერაციის ბაზა“ გამოიყენება XVIII საუკუნის ბოლოდან, ხანდახან გაიგივებლი იყო ომის ბაზასთან.
ოპერაციის ბაზა უზრუნველყოფდა:
- ჯარების თავმოყრას, გაშლას და გადაჯგუფებას; მატერიალური საშუალებების შენახვა-დაგროვებას და მათთვის მიწოდებას;
- დაჭრილებისა და ავადმყოფების სამკურნალოდ განთავსებას და მათ ევაკუაციას სამხედრო
- მოქმედებების თეატრიდან;
- შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის რემონტს, გადასროლას
- და უტილიზაციას.
ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ცნება „ოპერაციის ბაზის” ნაცვლად იხმარება ოპერატიული ზურგი ან შეიარაღებული ძალების ზურგი. ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ტერმინი „ოპერაციის ბაზა” გამოიყენება მხოლოდ იმ საექსპედიციო ძალების მიმართ, რომლებიც საომარი მოქმედების დაშორებულ თეატრში მოქმედებენ.