ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოპერაცია განსაკუთრებულ ვითარებაში - უპირატესად კრიზისული მართვის ან სამშვიდობო ხასიათის სამხედრო ოპერაცია, განხორციელებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის მიერ გაეროს ეგიდით, ან ეუთოს იურისდიქციით. გაერთიანებული მრავალეროვნული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალების გამოყენების კონცეფცია უფლებას აძლევს ნატოს და მასში არშემავალ პარტნიორ სახელმწიფოებს, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა ამ ოპერაციებში.