ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოკამის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოკამის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ძველ სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. შეკეთების დროს ეკლესია ერთიანი დადაბლებული სხმული კამარით გადაუხურავთ და მისთვის აგურის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (5,4X4,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. აგური გამოყენებულია განახლებულ ნაწილებში. ერთადერთი ვიწრო შესასვლელი სამხრეთ კედელშია. ნახევარწრიულ აფსიდში საკურთხეველი მოგვიანებით აგურის კანკელით გამოუყვიათ (ამჟამად აფსიდს კონქი არა აქვს). საკურთხევლის ბაქანი საფეხურითაა შემაღლებული. თითო სწორკუთხა სარკმელია საკურთხეველში და სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. დარბაზის კედლებს მთელ პერიმეტრზე დაახლოებით 0,5 მ სიმაღლის საფეხური გასდევს. ეკლესიას სამხრეთით აქვს რიყის ქვით ნაგები მინაშენი, რომელიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია სამხრეთ კედელი და შეისრული კამარის სამხრეთ ნაწილი. ეკლესიის სახურავი ნაწყობია აგურით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები