ოთხთა პაქტი 1933

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ოთხთა პაქტი“ 1933 – („თანხმობისა და თანამშრომლობის“ შესახებ) დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიას შორის. ხელი მოაწერეს 15.VII რომში.

„ოთხთა პაქტის“ თავდაპირველი პროექტი, რომელიც მუსოლინიმ წამოაყენა, ითვალისწინებდა „ოთხი სახელმწიფოს თანამშრომლობას ყველა ევროპულ და არაევროპულ, მათ შორის კოლონიურ საკითხებშიც“. გერმანიას მიენიჭა თანასწორი უფლებები შეიარაღების სფეროში.

„ოთხთა პაქტის“ დადებით მისი მონაწილეები ვარაუდობდნენ ისეთი კავშირის შექმნას, რომელიც უმაღლესი არბიტრის როლს შეასრულებდა ევროპაში, შემდგომში შეცვლიდა ერთა ლიგას და თავის თავზე აიღებდა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტას. ოთხი სახელმწიფოს მოლაპარაკებამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვა ევროპულ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით პოლონეთში და „მცირე ანტანტას“ ქვეყნებში. პაქტის პროექტი მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთმა. ამან აიძულა მოლაპარაკების მონაწილეები, ცვლილებები შეეტანათ შეთანხმების ტექსტში. პაქტის მონაწილე ქვეყნებს შორის მწვავე უთანხმოების გამო „ოთხთა პაქტი“ ძალაში არ შესულა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები