მუსოლინი ბენიტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენიტო მუსოლინი

მუსოლინი ბენიტო (Mussolini) (დ. 1883 – გ. 1945)იტალიის ფაშისტური პარტიისა და ფაშისტური მთავრობის მეთაური 1922-1941, ე. წ. სალოს რესპუბლიკის მარიონეტული მთავრობის მეთაური 193-45. I912-14 – იტალიის სოციალისტური პარტიის ცენტრალური ორგანოს – გაზეთ „ავანტის“ რედაქტორი.

1919 წელს დააარსა ფაშისტური პარტია, 1922 წელს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, შეზღუდა სამოქალაქო თავისუფლება, გაანადგურა ოპოზიცია და ერთპარტიული სახელმწიფო ჩამოაყალიბა. 1914 გარიცხეს პარტიიდან, იმავ წელს დააარსა გაზეთი „პოპოლო დ'იტალია“ (შემდეგში ფაშისტური ოფიციოზი). 1919 წლის მარტში მსოფლიო ომის მონაწილეებისაგან დააარსა ორგანიზაცია, რომელსაც ფაშისტური ეწოდა. მონოპოლისტური კაპიტალის, მონარქიისა და ვატიკანის დახმარებით 1922 წლის ოქტომბერში მუსოლინიმ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. 1926 დაიწყო დემოკრატიულ თავისუფლებათა გაუქმება და აშკარა ფაშისტური დიქტატურის დამყარება. 1929 სელი მოაწერა ლატერანის შეთანხმებებს. იტალიის ეკონომიკა მილიტარიზაციის გზას დაადგა, პოლიტიკა კი ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტურ მიზნებს დაექვემდებარა (1936 ეთიოპიის, 1939 ალბანეთის დაპყრობა და სხვ).

გერმანიაში ფაშისტური დიქტატურის დამყარების(1933) შემდეგ მუსოლინიმ პოლიტიკური და სამხედრო კავშირი დადო მასთან და იტალია მეორე მსოფლიო ომში ჩაება ფაშისტური გერმანიის მხარეზე. გერმანიისა და იტალიის ჯარების ანტიფაშისტური კოალიციის ქვეყნებთან დამარცხებისა და იტალიაში ანტიფაშისტური მოძრაობის გაძლიერების შედეგად, მუსოლინის დიქტატურა დაემხო (1943 წლის 25 ივლისი). იტალიელმა პარტიზანებმა შვეიცარიის საზღვართან შეიპყრეს მუსოლინი და ჩრდილოეთ იტალიის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტის სამხედრო ტრიბუნალის განაჩენის თანახმად, სიკვდილით დასაჯეს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები