ოთა (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოთა, ოთისწყალი, სანისლო – მდინარე თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდიარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მისი სიგრძეა 21.1 კმ, აუზის ფართობი – 76.1 კმ2 . წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე. ლანდშაფტური თვალსაზრისით, მეტად საინტერესო ადგილია მდ. ოთის ზემო წელის ხეობაში (ასპინძის მიდამოები), სადაც ხეობის სამხრეთ ფერდობზე ფრიგანაა გავრცელებული, ხოლო ჩრდილოეთ ფერდობზე – წიწვიანი ტყეები. ასეთი მკვეთრი ექსპოზიციური სხვაობა დატენიანების მეტად განსხვავებულ პირობებს უკავშირდება.