ობსესიური ფობიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობსესიური ფობიები - ეს ტერმინი აღნიშნავს ობსესიურ სიმპტომებს, რომლებიც, ისევე როგორც შფოთვა, განრიდებასთან არის დაკავშირებული. მაგ., ადამიანისთვის დანით ჭრილობის მიყენების ობსესიურმა იმპულსმა შეიძლება შედეგად გამოიწვიოს ის, რომ პიროვნებამ საერთოდ თავი აარიდოს დანის გამოყენებას. ზოგჯერ დაავადებების ობსესიურ შიშს ავადმყოფობის ფობიას უწოდებენ.

პაციენტს შეიძლება ობსესიური აზრები და კომპულსური რიტუალები განსაკუთრებით გაუძლიერდეს გარკვეულ სიტუაციებში აღმოჩენისას. მაგ., პაციენტს სხვა ადამიანებისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ობსესიური აზრები შეიძლება გაუძლიერდეს სამზარეულოში ან ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც დანები ინახება. დისტრესის გამო, პიროვნებამ (ფობიკური აშლილობის მქონე ადამიანების მსგავსად) შეიძლება თავი აარიდოს ამგვარ სიტუაციებს, რის გამოც ასეთ მდგომარეობას ობსესიური ფობია ეწოდება.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები