ობსესიური იმპულსები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ობსესიური იმპულსები - არის გარკვეული ქმედებების ჩადენის განმეორებადი ძლიერი სურვილი. ჩვეულებრივ, ასეთი ქმედებები აგრესიული, საშიში ან სოციალური თვალსაზრისით სამარცხვინოა (მაგ., სხვა ადამიანისთვის დანის ჩარტყმა, ავტობუსის წინ გადახტომა, ეკლესიაში უწმაწური სიტყვების წამოძახება). როგორიც არ უნდა იყოს ამგვარი იმპულსი, პიროვნებას არ აქვს მისი განხორციელების სურვილი, ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მას და ლტოლვა ქმედებაში არ გადადის.