ობსერვაციული არმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობსერვაციული არმია - სამეთვალყურეო არმია, რომელიც გაშლილია მეომარი ან საომარ მდგომარეობაში მყოფი მეზობელი სახელმწიფოს მიერ არამეომარი სახელმწიფოს საზღვარზე მისი ჯარების მოქმედებებისთვის თვალყურის სადევნებლად და მათი თავდასხმის მოსაგერიებლად.

ხშირად ობსერვაციულ არმიას აყენებდნენ ნაკლებად სანდო მოკავშირის საზღვარზე, რათა აეძულებინათ იგი ომში მის მხარეზე ჩაბმულიყო ან დაეცვა ნეიტრალიტეტი. ამ მიზნით სახელმწიფო ჯარების ნაწილის გამოყოფა, რომელსაც „ობსერვაციული არმია“ ეწოდა, შემოიღეს XIX-XX საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები