ნეფელინური ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეფელინური ცემენტი − ჰიდრავლიკური ცემენტი, რომელიც შედგება დაქუცმაცებული ნეფელინის შლამის, გამყარების აქტივიზატორის (პორტლანდცემენტი ან კირი) და თაბაშირისაგან. გამოირჩევა დაბალი სითბოს გამოყოფით და მაღალი ყინვამედეგობით. ძირითადად გამოიყენება ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში და სილიკატური სამშენებლო ნაკეთობების დასამზადებლად ავტოკლავური მეთოდით.