ნეფელინი − (ბერძ. nephelē ღრუბელი), მომწვანო ან ღია ნაცრისფერი სილიკატების კლასის მინერალი, რომელიც წარმოადგენს ტუტე ქანების ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. მისგან მიიღება ალუმინი, სოდა, სილიკოგელი და სხვ. გამოიყენება ცემენტის და სასუქების წარმოებაში.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი