ნერონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნერონის ბიუსტი, (55-59) კალიარის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი

ნერონი – ლუციუს კლავდიუს დრეზუს გერმანიკუს ცეზარ (4-68), რომის იმპერატორი. ტახტის მემკვიდრე გახდა დედის წყალობით, იმპერატორმა კლავდიუსმა იშვილა, რომლის ასულზედაც დაქორწინდა. 54 პრეტორიანელების მხარდაჭერით X იმპერატორად გამოაცხადეს. გამოირჩეოდა უკიდურესი სისასტიკით, მისი ბრძანებით მრავალი რომაელი გამოესალმა წუთისოფელს. ანტიკურ ტრადიციაში ქრისტიანობის პირველ მდევნელ იმპერატორადაა მიჩნეული. მისი მოქმედება რომის მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. ნერონის წინააღმდეგ იარაღი აღმართეს პრეტორიანელებმაც. იგი რომიდან გაიქცა და თავი დაახლოებული პირის, ლიბერტინის ვილას შეაფარა. მოახლოებულმა საფრთხემ იგი აიძულა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

ნერონის დროს განსაკუთრებით გააქტიურდა რომის აღმოსავლეთი პოლიტიკა. სომხეთიდან რადამისტის გაძევებამ (54) და იქ პართიის გაბატონებამ გამოიწვია ხანგრძლივი ომი, საომარ ოპერაციებს წარმართავდა გამოცდილი სარდალი დომიციუს კორბულონი. რომაული დიპლომატია სერიოზული ყურადღებით ეკიდებოდა იბერიის მეფე ფარსმან I-თან ურთიერთობის გაფართოებას, რომის არმიამ პირველ ხანებში მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა, მაგრამ შემდეგ უკან დაიხია და სომხეთი პართიის ხელში გადავიდა. ომი დასრულდა 63. დადებული ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის ტახტზე პართიელი უფლისწული ადიოდა, ოღონდ იგი რომის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები